Georgia
ასტრაზენეკა გლობალური, ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც სამეცნიერო კვლევების საფუძველზე ახორციელებს ფართო გამოყენების მედიკამენტების შექმნას, განვითარებას, წარმოებას, დისტრიბუციას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კომერციალიზაციას.
ჩვენ გვჯერა, რომ პაციენტების დახმარების საუკეთესო საშუალება სამეცნიერო მიღწევებზე ფოკუსირებაა, რათა მოხდეს დაავადებების ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმების გამოვლენა და უახლესი, მიზანმიმართული სამკურნალო საშუალებების შექმნა. ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია მედიცინის საზღვრების გარღვევა, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებელი მედიკამენტების შესაქმენლად.
ჩვენი ძალისხმევის კონცენტრირებას ვახდენთ მედიცინის იმ სამ უმთავრეს თერაპიულ მიმართულებაში, რომელშიც ვფიქრობთ, შეგვიძლია მნიშვნელოვანი შვება მივანიჭოთ პაციენტებს. ეს მიმართულებებია: ონკოლოგია; გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებები; სასუნთქი სისტემის, ანთებითი და აუტოიმუნური დაავადებები.
ასტრაზენეკა საქართველოში
საქველმოქმედო პროექტი თირკმლის ქრონიკული დაავადების სკრინინგი
თირკმლის ქრონიკული დაავადება (თქდ) მნიშვნელოვანი გლობალური პრობლემაა. მსოფლიო მასშტაბით, 1-5 სტადიის თქდ-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 844 მილიონ პაციენტს.1 ფაქტიურად, ყოველი მე-7 ადამიანს აქვს თქდ.2.
თირკმელის ქრონიკული დაავადება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან (CVD) სიკვდილობას და ზრდის სიკვდილიანობას ყველა მიზეზით.3 2016 წელს, დაავადება იყო მე-16 სიკვდილის გამომწვევი მიზეზი მსოფლიოში, ხოლო 2040 წელს, თქდ, სავარაუდოდ, მე-5 წამყვანი მიზეზი გახდება.4
მთელ მსოფლიოში თქდ-ის სიხშირის მზარდი სიხშირის მიუხედავად, ყველა შემთხვევის დაახლოებით 60% არადიაგნოსტირებულია, ხოლო მე-3 სტადიის მქონე პაციენტებში თქდ შემთხვევების დაახლოებით 90% რჩება დაუდგენელი.5,6.
თქდ-ის გამომწვევი მიზეზები განსხვავებულია, თუმცა დიაბეტი და ჰიპერტენზია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს - ეს არის შემთხვევათა ნახევარზე მეტის მიზეზი: გამომწვევი მიზეზების 42% არის შაქრიანი დიაბეტი (DM); 18% - არტერიული ჰიპერტენზია (AH); 18% - გლომერულონეფრიტი; 22% - სხვა პათოლოგია7
თქდ-ის ადრეული სკრინინგი არის მკურნალობის წარმატების გასაღები
თუ თქდ გამოვლინდა ადრეულ სტადიაზე, ასოცირებული გართულებები და თირკმლის უკმარისობის პროგრესირება შეიძლება გადავადდეს.
სწორედ ამიტომ წამყვანი გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ მაღალი რისკის მქონე პაციენტების ჯგუფების რეგულარულ სკრინინგს, კერძოდ: შაქრიანი დიაბეტით, ჰიპერტენზიით, კარდიოვასკულური უკმარისობით და თქდ-ით ოჯახურ ისტორიაში თირკმლის დაზიანების ადრეული ნიშნების გამოსავლენად, რაც საშუალებას მისცემს ადრეულ ეტაპზე ჩაერთოს სპეციალისტი. 9
საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, თქდ-ის გამოვლენისთვის გამოიყენება გორგლოვანი ფილტრაციის სავარაუდო სიჩქარის (GFR) და შარდში ალბუმინის/კრეატინინის (UACR) თანაფარდობის ინდიკატორები: შარდის ტესტირების გზით.
საქველმოქმედო პროექტი თქდ სკრინინგი
საქველმოქმედო პროექტის თქდ სკრინინგი ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს (პოლიკნიკის სექტორი) რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ პროექტში, შეუძლიათ აუკავშირდნენ „Astrazeneca UK limited" წარმომადგენლობას საქართველოში, ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან შარდის ანალიზატორით და შესაბამისი რაოდენობის ტესტ ჩხირებით.
ეს საპილოტე პროექტი გაგრძელდება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ექიმი და პაციენტი შეძლებენ სწრაფად მიიღონ ანალიზის შედეგი და განსაზღვრონ შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია მდგომარეობის გასაკონტროლებლად და რისკების მართვისთვის.
მონაწილეობის პირობები
პროექტში მონაწილეობა შეუძლია პოლიკნინიკის სექტორს . გთხოვთ, განაცხადში მიუთითოთ შარდის ანალიზატორის და ტესტ ჩხირების საჭიროება.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად წერილობითი მოთხოვნის სახით შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე 28 თებერვალი 2023 მდე.
ორიგინალი უნდა გაიგზავნოს: „Astrazeneca UK limited" წარმომადგენლობას საქართველოში, გამრეკელის 19, 0160, თბილისი, საქართველო, ოთახი 304
განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი:
- თქვენს კლინიკაში შარდის ანალიზატორის აუცილებლობა და ტესტ ჩხირების (UACR) საჭირო რაოდენობის გაანგარიშება . რაოდენობისთვის საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინება:
· ინდივიდები ორივე სქესი (40 წელზე მეტი)
· თირკმლის დაავადების ისტორია
· გენეტიკური ისტორია CKD-სთვის
· გულ-სისხლძარღვთა დაავადება
· არტერიული ჰიპერტენზია
- უფასოდ ანალიზის ჩატარების ვალდებულება.
- ექიმისთვის არ არის გათვალისწინებული ჰონორარი, პროექტი სამეცნიერო შინაარსისაა და ემსახურება პაციენტების სარგებლის გაზრდას და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
-მონაწილე პერსონალის დროისა და დასწრების უზრუნველყოფის ვალდებულებები, ტრენინგის ჩატარებისას
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
- კლინიკის მზადყოფნა გააგრძელოს ინიციატივა თქდ ადრეული გამოვლენის შესახებ და დამოუკიდებლად გამოიყენოს ანალიზატორი მომავალში კლინიკის პაციენტების შესამოწმებლად.
ლიტერატურა:
1. Jager KJ et al. Nephrol Dial Transplant. 2019;34:1803–1805.
2. Centers for Disease Control and Prevention. Chronic Kidney Disease in the United States, 2021. Centers for Disease Control and Prevention, US Department of Health and Human Services; 2021.
3. Wang H, Naghavi M, Allen C et al. Global, regional, and national life expectancy, all-cause mortality, and cause-specific mortality for 249 causes of death, 1980–2015: a systematic analysis for the Global Burden of Disease Study 2015. Lancet 2016; 388: 1459–1544.
4. Foreman KJ, Marquez N, Dolgert A et al. Forecasting life expectancy, years of life lost, and all-cause and cause-specific mortality for 250 causes of death: reference and alternative scenarios for 2016–40 for 195 countries and territories. Lancet 2018; 392: 2052–2090.
5. Tuttle KR et al. JAMA Netw Open. 2019;2:e1918169;
6. Ravera M, et al. Am J Kidney Dis 2011;57:71–77;
7. Xie Y et al. Kidney Int 2018;94:567–581;
8. Drawz PE, Rosenberg ME. Slowing progression of chronic kidney disease. Kidney Int Suppl (2011). 2013 Dec;3(4):372-376. doi: 10.1038/kisup.2013.80. PMID: 25019022; PMCID: PMC4089661.
9. Shlipak M, et al. Kidney Int 2021;99:34–47.
10. Clinical update: the important role of dual kidney function testing (ACR and eGFR) in primary care: identification of risk and management in type 2 diabetes S. Seidu, J. Barrat and K. Khunti Prim Care Diabetes, 14 (2020), pp. 370-375.
11. Chronic Kidney Disease and Risk Management: Standards of Medical Care in Diabetes–2022: Diabetes Care 2022;45(Suppl. 1):S175–S184. Diabetes Care 2022; dc22ad08a. http://doi.org/10.2337/dc22-ad08a.
დამტკიცების ნომერი: GE-0781
დამტკიცების თარიღი: თებერვალი 2023

პროექტში მონაწილეობის მისაღებად წერილობითი მოთხოვნის სახით შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე 31 ოქტომბრამდე:

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკა იუ ქეი ლიმითედის წარმომადგენლობა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს შემდეგი მიმართულებით:
1. ტენდერში მონაწილეობის უფლება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ:
მომსახურებას PR და მედია-მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში.
2. ტენდერის ჩატარების მიზანია:
შეირჩეს კომპანია, რომელიც უზრუნველყოს სტრატეგიულ საკომუნიკაციო მომსახურებას, კომპანიის დადებითი იმიჯის შესანარჩუნებლად. დროული და ხარისხიანი კომუნიკაციის დამყარებას მასმედიის საშუალებებთან, კომპანიის შესახებ მასალების მომზადებით და განთავსებით, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის სახელთან, ასევე მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობაში.
3. შერჩევის პროცედურა:
1. გამოცდილება ჯანდაცვის და ფარმაცევტული სფეროს მიმართულებით;
2. კლიენტთა ბაზა, რომელთა შორის არიან საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიები (ჩაითვლება უპირატესობად);
3. პრესრელიზების, პუბლიკაციების და სხვადასხვა მასალების შედგენის გამოცდილება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სოციალური მედიის ფუნქციები (გთხოვთ, მოგვაწოდოთ მედიაში თქვენს მიერ განთავსებული მასალების 2 ნიმუში თანდართული ბმულებით);
4. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ღონისძიების დაგეგმვის, ორგანიზების და მხარდაჭერის გამოცდილება (პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, მრგვალი მაგიდა და ა.შ) გთხოვთ, მოგვაწოდოთ დეტალები შესაბამისი ღონისძიების გამართვის და ორგანიზების შესახებ;
5. მასმედიასთან (ტელევიზია, რადიოს და ბეჭდვითი მედია) სამუშაო კონტაქტების დამყარება, მათ შორის ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალიზებულ მედიასთან (გთხოვთ მიუთითოთ სახელები);
6. კომპანია დადებითად განიხილავს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ადასტურებს მომხმარებლის წინაშე ვალდებულების კეთილსინდისიერ შესრულებას, პროფესიონალურ მიდგომას და ფარმაცევტულ ინდუსტრიაში PR კამპანიის განხორციელების მაღალ მაჩვენებელს.
4. განაცხადების წარდგენის პროცედურა:
4.1 სატენდერო წინადადებები მიიღება დადგენილი ფორმით, ელ-ფოსტის საშუალებით:
4.2 კომპანია არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილის მიერ შემოთავაზების მომზადებისა და წარმოდგენისათვის გაწეულ ხარჯებს, მიუხედავად იმისა შეირჩევა თუ არა მისი შემოთავაზება;
4.3 ნებისმიერი მიღებული განაცხადი განიხილება, როგორც შემოთავაზება ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მხრიდან და არ გულისხმობს/არ ნიშნავს ამ შემოთავაზების მიღებას კომპანიის მიერ. კომპანია არ არის ვალდებული ტენდერში რომელიმე მონაწილეს გაუფორმოს კონტრაქტი ამ ტენდერის ფარგლებში;
4.4 თქვენი წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი გასაგები ფორმით და არ უნდა შეიცავდეს ფრაზებს, რომელიც იძლევა არაზუსტ და ორაზროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას;
4.5 თქვენი შემოთავაზება ასევე უნდა შეიცავდეს პასუხს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტზე, ასევე მე-3 პუნქტის ყველა საკითხზე.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზება, შევსებულ დანართებთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე medinfo.georgia@bc178.cc
განაცხადები მიიღება 2022 წლის 10 აპრილამდე;
დანართი:
2. ასტრაზენეკას ეთიკის კოდექსი ინგლისურ ენაზე
3.დასტური ეთიკის კოდექსის გაცნობის შესახებ (დადასტურებული ხელმოწერით და დათარიღებული)
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში 2009 წლის 1 სექტემბერს დაფუძნდა და 18 სხვადასხვა დასახელების პრეპარატითაა წარმოდგენილი. მათი უმრავლესობა შესაბამისი თერაპიული კლასის ლიდერია როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოში. კომპანია გამოირჩევა ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით, სპეციალისტებისათვის უახლესი სამეცნიერო მიღწევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებითა და მათი სისტემატური განახლებით.
საქველმოქმედო პროექტი: “აკონტროლე დიაბეტი უწყვეტად-გადაარჩინე სიცოცხელე“
დიაბეტი არის მოსახლეობის ჯანმრთელობის ერთ - ერთი ყველაზე დიდი საფრთხე; დადგენილია, რომ 2017 წელს მსოფლიოში 425 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქონდა დიაბეტი. დაავადების ტვირთი იზრდება ძირითადად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა დაახლოებით 80% ხდება, საქართველოში დაავადების გავრცელება 5,6% -ია; მათგან მხოლოდ 79% მკურნალობს.
დიაბეტით დაავადებული პაციენტების ოპტიმალური მართვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია ჰიპერგლიკემიის მავნე ზემოქმედების პრევენცია. ამრიგად, გლიკემიური კონტროლი განიხილება, როგორც მთავარი თერაპიული მიზანი მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად. რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური კვლევების შედეგებმა გამოავლინა, რომ გლიკემიური დონის მკაცრი კონტროლი ხელს უწყობს გართულებების თავიდან აცილებას, განსაკუთრებით მიკროვასკულარული ტიპის, და რომ ეს გართულებები პირდაპირ კავშირშია ცხოვრების ხარისხთან
ამერიკის კლინიკურ ენდოკრინოლოგთა ასოციაცია და ენდოკრინოლოგიის ამერიკული კოლეჯი შემუშავებული კონსესუსის ფარგლებში რეკომენდაციას უწევენ გლუკოზის პროფესიონალური მონიტორინგის გამოყენებას ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ აღწევენ გლიკემიურ მიზნებს მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ და იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოგლიკემიის რისკი. (2) 1 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში, გლუკოზის პროფესიონალური მონიტორინგი რეკომენდებულია ყველა იმ პაციენტებისთვის, რომლებთანაც გლიკემიური სამიზნე მიღწეული არაა (3)
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანია "Astrazeneca UK limited" წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია "მედტრონიკის" ოფიციალური დისტრიბუტორი (AMTS) საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებებს სთავაზობენ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო პროექტში.
საქველმოქმედო პროექტის “აკონტროლე დიაბეტი უწყვეტად-გადაარჩინე სიცოცხელე“ ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთაც სურთ მონაწილეობა მიიღონ პროექტში, დაუკავშირდებიან „Astrazeneca UK limited" წარმომადგენლობას საქართველოში, ისინი უზრუნველყოფილი გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემით CGM Guardian და შესაბამისი სენსორებით, რომელიც განკუთვნილია უჯრედშორის სითხეში გლუკოზის დონის უწყვეტი რეგისტრაციისათვის. CGM სისტემა გამოიყენება გლიკემიური მონაცემების გასაანალიზებლად ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ და იძლევა რეალურ დროში გლიკემიური ანალიზის საშუალებას.
ექიმს და პაციენტს ეძლევათ შესაძლებლობა დარწმუნდნენ უკვე დადგენილი თერაპიის კლინიკურ ეფექტურობაში, თვალყური ადევნონ დადგენილი თერაპიის, კვების და ა.შ. ეფექტს და / ან აირჩიონ ოპტიმალური პრეპარატი, კვება, გლუკოზის მონიტორინგის მონაცემების გათვალისწინებით.
მონაწილე კლინიკები, თავის მხრივ, იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ გლუკოზის მონიტორინგი ამ მოწყობილობით უფასოდ. გთხოვთ მიუთითოთ თქვენი მზადყოფნა პროექტში მონაწილეობის მისაღებად წერილობითი მოთხოვნის სახით შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე:
ორიგინალი უნდა გაიგზავნოს: „Astrazeneca UK limited" წარმომადგენლობას საქართველოში, გამრეკელის 19, 0160, თბილისი, საქართველო, ოთახი 304
განაცხადში უნდა იყოს მითითებული შემდეგი:
1) საჭირო რაოდენობის სენსორების გაანგარიშება და საჭიროება თქვენი დაწესებულების CGM Guardian, თუ ეს შესაძლებელია. გაანგარიშება უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: ერთი სენსორი გამოიყენება სიგნალისთვის და მას სჭირდება სპეციალური სერტერი მონიტორინგისთვის (4-6 დღის განმავლობაში მოწყობილობა ერთ პაციენტზეა მიმაგრებული), 1 პაციენტი - 1 სენსორი (სენსორის ხელახალი გამოყენება შეუძლებელია). სერტერი მრავალჯერადია და შეიძლება გამოყენებულ იქნას რამდენიმე პაციენტისთვის. თუ თქვენს დაწესებულებას უკვე აქვს დაყენებული CGM Guardian პროგრამა, მიუთითეთ ეს მისამართში სენსორების საჭირო რაოდენობასთან ერთად
2) დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში გლუკოზის მონიტორინგი უფასოა და ეს აღნიშნული უნდა იყოს განცხადების წერილში
3) ექიმისთვის არ არის გათვალისწინებული ჰონორარი, პროექტი სამეცნიერო შინაარსისაა და ემსახურება პაციენტების სარგებლის გაზრდას და სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.
3) მონაწილე პერსონალის დროისა და დასწრების უზრუნველყოფის ვალდებულებები, ტრენინგის ჩატარებსას CGM სისტემასთან მუშაობისთვის
4) ჯანდაცვის დაწესებულებიდან პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
საქველმოქმედო პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა გაიგზავნოს 20.10.2021-მდე.
საქართველო
„ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში მისამართი: ქ. თბილისი, 0160, გამრეკელის ქ. # 19
ტელ.: +995 322 38 68 98
ფაქსი.: +995 322 38 68 89
მედიკამენტები
კარდიოლოგიური მიმართულება:
Betaloc ZOK (Metoprolol succinate) - ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული საშუალება
Betaloc i/v (Metoprolol tartrate) - ანტიჰიპერტენზიული, ანტიანგინალური და ანტიარითმული საშუალება
Tenoretic (Atenolol-100-chlortalidone-25) - კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება
Crestor (Rosuvastatine) - ჰიპოლიპიდემიური საშუალება
Atacand (Candesartan) - ანტიჰიპერტენზიული საშუალება
Brilinta (Ticagrelor) - ანტიაგრეგანტული საშუალება
გასტრო-ენტეროლოგია:
Nexium (Esomeprazole)- პროტონული ტუმბოს იჰიბიტორი
Nexium i/v (Esomeprazole) - პროტონული ტუმბოს იჰიბიტორი
პულმონოლოგია:
Pulmicort (Budesonide) – საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდი
Symbicort (Budesonide + Formoterole) -კომბინირებული ბრონქოდილატაციური საშუალება (საინჰალაციო გლუკოკორტიკოსტეროიდი + სელექტიური ბეტა-2 ადრენომიმეტიკი) ბრონქული ასთმისა(ყველა სიმძიმის ასთმა) და ფქოდი-ს მქონე პაციენტებისთვის
ონკოლოგია:
Casodex (Bicalutamide) - სასქესო ჰორმონის ანტაგონისტი
Arimedex (Anastrozole) - სასქესო ჰორმონის სინთეზის ინჰიბიტორი
Faslodex (Fulvestrant) - ანტიესტროგენი
Zoladex (Gozereline)- ჰონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის აგონისტი
Tagrisso (Osimertinib) - TKI, თიროზინ-კინაზას ინჰიბიტორი
Lynparza (Olaparib) – PARP(Poly ADP-ribose polymerase) ინჰიბიტორი
მეტაბოლური დაავადებები:
Forxiga (Dapagliflozin) - გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებელი საშუალება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში; სიმპტომური ქრონიკული გულის უკმარისობის დაქვეითებული განდევნის ფრაქციის მქონე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის არმქონე პაციენტების სამკურნალო საშუალება.
Xigduo XR (Dapagliflozin and Metformin XR) - გლიკემიური კონტროლის გასაუმჯობესებელი კომბინირებული საშუალება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი სამედიცინო ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, ან თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას არასასურველ/გვერდით მოვლენაზე ან წამლის ხარისხთან დაკავშირებულ საჩივარზე, გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ ელ მისამართებზე:
სამედიცინო ინფორმაციის მოთხოვნისას Medinfo.Georgia@Astrazeneca.com
არასასურველ ინფორმაციის შეტყობინებისას: Georgia.PatientSafety@bc178.cc
წამლის ხარისხის საჩივრის შეტყობინებისას: PQC.Georgia@AstraZeneca.com
ასევე თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ ვებ-ფორმა ყველა შემთხვევების დროს შემდეგ მისამართზე: www.contactazmedical.bc178.cc
ან დაგვიკავშრდეთ ტელეფონის ნომერზე:
+995 32 238 68 89